დავით უსუფაშვილმა მერობის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი წარადგინა

დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი წარადგინა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მისი პოლიტიკური გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სერიოზულ სიტყვას იტყვის.

„2020 წელს დაგეგმილი აქვთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ გვექნება სერიოზული ამბიცია. ჩვენ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ფორმირების პროცესში მყოფი გუნდით ვიტყვით სერიოზულ სიტყვას თბილისშიც და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: სერგეენკოს განცხადება ტექნიკურადაც არ არის სიმართლე-რუკა თავდაცვის სამინისტროში არის
შემდეგი სტატია„დიდი ჟულიკობა“ – რა კავშირია ბაზრობების დაწვასა და თბილისის გენგეგმას შორის