დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ავსტრიელ კრისტინა მუტონენს მისცა ხმა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფშვილმა ავსტრიელ კრისტინა მუტონენს მისცა ხმა.

„თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნებოდა ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც პოლიტიკურ ფრაქციებს, პოლიტიკურ გუნდებს შორის იმართება ასეთ შემთხვევაში. მქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები, ვმონაწილეობდი „ლიბერალ-დემოკრატიული“ ჯგუფის ეგიდით გამართულ საუბრებში. მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთო-ს საპარალემტნო ასამბლეის პრეზიდენტი, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, უკეთესია, თუ იქნება ქალბატონი კრისტინე მუტონენი, ეს იქნება კარგი ეუთოს-თვის და ეს იქნება კარგი საქართველოსთვისაც“-აღნიშნა უსუფაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად გიგი წერეთელი, “იმედია, მისი შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არ მოახდენენ ისეთი ფრაზეოლოგიით თავისი განწყობების გამოხატვვას, რომელიც დააზარალებს საქართველოს.

“იმედია, არ იქნება კომენტარები ისეთი, რომელიც ეუთო-ს და მთელ ამ 56 ქვეყნის წარმომადგენლობას ბრალს დასდებს რაიმე არასწორ ქმედებებში, ამიტომ, მე ვუსურვებ წარმატებას ქალბატონ მუტონენს, თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ეუთო-სთან და მის საპარლამენტო ასამბლეასთან ჩვეულებრივი, ცივილური ფორმით”,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : საკითხი ასე არ უნდა დავსვათ, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, საქართველოს არჩევნები უკვე გადაელოცება სააკაშვილს
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლო მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს