დავით უსუფაშვილი:ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“და ძალიან ცივილურად დავტოვებთ თანამდებობებს

usufashvili„რესპუბლიკური პარტიის“ მიერ 27 მარტს მიღებულ და 30 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრები მთავრობაში არ დატოვებენ თანამდებობებს რუსეთიდან შემოძახების გამო, ქართველი რუსეთუმეების თუ ანტინატოელების პროტესტის გამო, თანამდებობას დატოვებენ მაშინ, როდესაც რესპუბლიკური პარტია ჩათვლის ამას პოლიტიკურად საჭიროდ ან პრემირ-მინისტრი კვირიკაშვილი გადაწყვეტს ასე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჯერ არც „რესპუბლიკურ პარტიას“ მიუღია ეს გადაწყვეტილება და არც – გიორგი კვირიკაშვილს. ამასთანავე, არჩევნენი ახლოვდება, ყველა პარტია, მათ შორის „რესპუბლიკური პარტია“ ემზადება არჩევნებისთვის, ამიტომ არ არის გამორიცხული, ვარშავის სამიტის შემდეგ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, ფანჯრიდან ვინმეს გადმოგდება, არამედ ძალიან ცივილურად დავტოვებთ თანამდებობებს, რათა პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე შეიძლება ასე ჩაითვალოს საჭიროდ“,-განმარტა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, თანამდებობის დატოვოება უნდა იყოს ძალიან მარტივად შესაძლებელი, ამან არ უნდა გომოიწვიოს უწყებების მუშაობის პარალიზება და არც გამოიწვევს.

„ასე რომ, ჩვენ როგორც გამოვაცხადეთ – ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“, ევროპული გაყრის, კოალიციაში კოალიციურ პასუხისმგებლობებს ვასრულებთ, ვიდრე ეს საჭიროა, ამასობაში არჩევნებისთვის ვემზადებიტ ცალ-ცალკე“,-განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი, უსუფაშვილი პასუხობს – „მე შემიძლია მიხილოთ ნებისმიერ კანდიდატად. ვარ ამ საქმეში, ვარ ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვარ ამ პოლიტიკურ პარტიაში, ვაგრძელებ პოლიტიკურ ცხოვრებას და არაფერი არ გამორიცხოთ“.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი „პროვოკაციების“ მოლოდინში
შემდეგი სტატიასაქართველოს ყველაზე შლეგი ადამიანი, რას ჩაიდენს ვერ განვსაზღვრავ