დავით უსუფაშვილი – ზოგადად, ნატო რასაც გვპირდება, ასრულებს

ზოგადად, ნატო რასაც გვპირდება, ასრულებს. შეგვპირდნენ, რომ 2016 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდებოდა საქართველოში. ამას ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზანი და ამოცანა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამით ნატო-მ და საქართველომ ხაზი გაუსევს, რომ სწორედ შუა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩვენ, საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ ვეუბნებით ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენი სვლა ნატო-სკენ არის წარმატებული, ყოველი დღე გვაახლოებს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას, როდესაც ქვეყანა იქნება საბოლოოდ და სამუდამოდ დაცული, უსაფრთხოება იქნება გარანტირებული.

“ჩვენ შეხვედრაზე გვქონდა საშუალება, ჩვენი პოზიციები გამოგვეკვეთაა ამის თაოაბზე. ჩვენ დილით გქვონდა შეხვედრა გენერალურ მდივანთან, სადაც ძალიან კონკრეტულ თემებზე ვისაუბრეთ, უფრო ფართო ფორმატში მოვისმენეთ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების პოზიცია, რომ არ ამხოლოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა შეუქცევადი პროცესი, არამედ მანამდეც არის ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო არის კმაყოფილი საქართველოში მიმდინარე რეფორმებით. ცხადია,მათაც გვითხრეს და ჩვენც ვიცით, რომ გვაქვს კიდევ მეტი გასაკეთბელი, სასამართლოს მიმართულებით, სხვა მიმართულებით,მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იყო წარმატებული, ნაყოფიერი შეხვედრა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავად შეხვედრის დროს ქონდა განსაკუთრებული დატვირთვა. მოხარული ვარ, რომ პირობა შესრულდა, ისევე როგორც შესარულდება ბუქარესტის სამიტის დაპირება“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვა იმის ნათელი დემონსტრირებაა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას
შემდეგი სტატიაჩვენ არ გვსურს ცივი ომი, გვინდა გონივრული დიალოგი რუსეთთან – იენს სტოლტენბერგი