დავით უსუფაშვილი: ვვარაუდობ, რომ მე და სანიკიძე სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს

პარლამენტის თავმდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის და „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე ქვეყნის სამსახურში საქმიანობას სხვადასხვა ფლანგიდან განაგრძობენ.

უსუფაშვილი გუბაზ სანიკიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის და სანიკიძე ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის წევრები არიან. ამიტომ, გამორიცხული არ არის, უახლოეს დღეებში კიდევ შეხვდნენ.

„მე და გუბაზ სანიკიძე ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის წევრები ვართ. ასე რომ, ამ დღეებში შეიძლება კიდეც შევხვდეთ. რაც შეეხება მომავალს, დარწმუნებიული ვარ, რომ გუბაზ სანიკიძესთან მექნება ისეთივე სათანამშრომლო და ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანური ურთიერთობა, რაც მქონდა თითქმის 25 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება პოლიტიკურ გზებს, ვვარაუდობ, რომ ჩვენ სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს, ისევე პროდუქტიულად, როგორც დღემდე, მაგრამ ალბათ უფრო სხვადასხვა ფლანფიდან“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტია დატოვა. მისი თქმით, პარტიიდან მიდის, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში რჩება და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, შესაბამის კონსულტაციებს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ჩვენ კვლავაც შევხვდებით, რადგან ცხოვრება გრძელდება
შემდეგი სტატიამტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა