დავით უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც დაგეგმილი იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სჯერა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდება და ქართველი ხალხის და მთავრობის მიღწევა აღიარებული იქნება.

უსუფაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროცესის წარმატებით დამთავრება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ, ეს მომგებიანი თავად ევროპისთვისაც იქნება.

“გამიხარდა პრეზიდენტისგან იმის მოსმენა, რომ არ არსებობს დამატებითი წინაპირობები საქართველოსთვის. ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი, მას დრო სჭირდება. მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა დანიშნა სპეციალური მომხსენებელი, რომელიც მოამზადებს მოხსენებას დისკუსიისთვის და გვჯერა, რომ ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება და ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მიღწევა აღიარებული იქნება, რადგანაც ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ, ეს მომგებიანი იქნება ევროპისთვისაც”, – განაცხადა უსუფაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ეს კოლეგია არ არის მიუკერძოებელი სასამართლოს შემადგენლობა და სხვა მიზნებს ისახავს
შემდეგი სტატია“პროცესები დაძრულია”- თამარ სანიკიძე უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა