(+ვიდეო) დავით უსუფაშვილი – ვინ როგორ დავლაგდებით, მალე შეიტყობთ

ამასთან, უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რესპუბლიკური პარტია” კოალიციიდან, უმრავლესობიდან, მთავრობიდან გასვლის საკითხს არ განიხილავს.

“რესპუბლიკური პარტია” კოალიციაში არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდით გაერთიანდა და საერთოდ, კოალიციები სხვა ტიპის გაერთიანებებისგან სწორედ ამით განსხვავდება, ამიტომ “რესპუბლიკური პარტია” კოალიციიდან, უმრავლესობიდან, მთავრობიდან გასვლის საკითხს არ განიხილავს – ეს ერთი. მეორე, – მოახლოვდა ახალი არჩევნები. ახალი არჩევნებისთვის მზადება ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულებაა, არა თუ უფლება. მომავალ არჩევნებზე პარტიები ცალკე გავა, საარჩევნო ბლოკში იქნებიან თუ როგორ იქნებიან, ამაზე ყველა პარტია მსჯელობს, ყველა პარტია ფიქრობს, მათ შორის “რესპუბლიკური პარტია”. ამასობაში, ჩვენ ამას ვფიქრობთ არა მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში, არამედ ვაკვირდებით პროცესებს კოალიციაშიც. ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები იყოს სინქრონიზებული, იყოს გააზრებული და იყოს კოორდინირებულიც კი კოალიციურ სისტემაში. ამ პროცესის შედეგი ალბათ მალე იქნება ცნობილი. “რესპუბლიკური პარტიის” ერთგულება კოალიციური ვალდებულებებისადმი ჩვენ არა ერთხელ დავადასტურეთ – ძალიან მძიმე და კრიზისულ ვითარებებშიც კი და ჩვენ ასევე ვართ განწყობილი. ამასთანავე, მომავლი არჩევნების თემა ეს არის ცალკე თემა, ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი – იმას, თუ ვინ როგორ დავლაგდებით, ამას მალე შეიტყობთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

 

https://www.youtube.com/watch?v=oasklDYQuYU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ,,პირველად მესმის საქართველოში ჭირისუფალს ათავისუფლებენ სამსახურიდან, როდესაც მიცვალებული ჰყავს სახლში”
შემდეგი სტატია,,ჩემს წინააღმდეგ “ნაცმოძრაობა” და მასთან სულიერად ახლოს მდგომი ძალები მოქმედებდნენ”