დავით უსუფაშვილი ვერ აკონკრეტებს, მოხერხდება თუ არა პარლამენტში „გერმანული მოდელის მიღება“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ვერ ისაუბრებს, მოახერხებს თუ არა პარლამენტი არჩევნებთან დაკავშირებული „გერმანული მოდელის“ მიღებას „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის ფონზე.

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “გერმანულ მოდელთან” დაკავშირებით განხილების გრძელდება.

“აქ არ არის აუცილებელი, პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღოთ დასტური იმის თაობაზე, რომ 5- ს მინუს 2 ნაკლებია 5-ზე ზოგადად. თუ 5- ს გამოაკლდა რამე ან 7-ს, აღმოჩნდება 7-ზე ნაკლებე, ეს არითმეტიკულად ასეა, მაგრამ პროცესი გრძელდება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხია პარლამენტში განსახილველი. მე არ ვიცი, ვერავის ნაცვლად მე ვერაფერს მოგახსენებთ. ეს არ არის, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი აცხადებს ბოიკოტს. გვინახავს ბოიკოტის გამოცხადება, მერე ბოიკოტის დასრულება. ზოგჯერ ეს ასევე გამოცხადებულად დასრულებულა, ზოგჯერ გამოუცხადებლად, დე-ფაქტო. ამაზე მე ვერაფერს მოგახსენებთ, ის ხალხი გადაწყვეტს, ვისი გადაწყვეტილებაცაა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: “ნაცმოძრაობის” ქმედებები გაწერილ სცენარს ჰგავს