დავით უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატის მიმართ დადებითი პოზიცია მაქვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატის მიმართ დადებითი პოზიცია მაქვს, თუმცა გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს, – ამის შესხებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდატების საკითხი გავა თუ არა მომდევნო პარლამენტის სხდომაზე, ამაზე ბიუროზე იმსჯელებენ.

„მგონია რომ მაისის ბოლომდე პარლამენტმა საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატოს ამ საკითხთან დაკავშირებით. პირადად მე ვთვლი, რომ სამივე კანდიდატი გამოცდილი კანდიდატია და წაადგება ქართულ მართლმააჯულებას. მაგრამ საკითხი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემი პოზიცია დადებითია სამივეს მიმართ, ერთ-ერთი ჩემი ლექტორიც იყოს და მასწავლიდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ნონა თოდუას, ანა დოლიძეს და თამარ ლალიაშვილს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ
შემდეგი სტატია(video) შსს-ს მიერ თენგიზ გუნავას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა