დავით უსუფაშვილი: უზენაეს სასამართლოს სჭირდება მოსამართლეები, ამიტომ ვცდილობთ მივაღწიოთ კონსესუსს

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხი დღეს კიდევ ერთხელ გადადო.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე განმარტა, უმრავლესობის სურვილია, საკითხზე შიდა კონსულტაციების გამართვა. მან აქვე დააზუსტა, რომ დღევანდელი გადადება, საბოლოოა.

”უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ფრაქციების ლიდერებმა მთხოვეს მეცნობებინა, რომ არის წინადადება, კიდევ ერთხელ და უკვე საბოლოოდ გადაიდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა – საბოლოო შიდა კონსულტაციებისთვის უმრავლესობის შიგნით. ამის თაობაზე იყო მსჯელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გიორგი აბაშიშვილთან და თავად კანდიდატებთან. ისინი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაგებით ეკიდებიან იმას, რომ მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე საკითხზე კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება. ამიტომ დღეს კენჭისყრა არ გაიმართება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პროცესის მალე დასრულების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოს სჭირდება მოსამართლეები, რისთვისაც კონსესუსის მიღწევას ცდილობენ.

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა მეოთხედ გადადო
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება