დავით უსუფაშვილი : უშიშროების საბჭოს მდივანი უნდა იყოს ჭკუადამჯდარი ადამიანი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ისეთი კანდიდატის დანიშვნას ისურვებდა, რომელიც შეძლებს ამ ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უსუფაშვილმა განაცხადა, უშიშროების საბჭო მრავალტანჯული ორგანოა.

„ვისურვებდი, ისეთი მდივანი დაინიშნოს, რომელიც შეძლებს ამ ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას, იმ ვითარებაში, სადაც ვართ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ უარესი გავლილი გვაქვს წინ. სხვათა შორის, უშიშროების საბჭოს შესახებ კანონიც იყო ერთ-ერთი, რომელიც ბატონმა ბიძინამ მთხოვა და შევაჩერეთ 2013 წლის შემოდგომაზე, როდესაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოგვყავდა დანარჩენი კანონმდებლობა.

მაშინ 170 კანონში შევიტანეთ ცვლილებები. იმის და მიხედვით უკვე ახალი ვერსია კონსტიტუციის ვის რა უფლებებს აძლევდა.

მაშინ, ბატონმა ბიძინამ მითხრა, რომ გიორგი მარგველაშვილი ცოტა უკმაყოფილოა, რომ მთლად გამოშიგნულია ეს კანონი და პრეზიდენტს აღარაფერი რჩება უფლებებიო. მას ვუთხარი, კარგით, ოღონდ დავმშვიდდეთ და დავწყნარდეთ და ამ პროექტს არჩევნების მერე მოვუბრუნდეთქო. არჩევნები შემდეგ მოვბრუნდით და ახლა უკვე, პირიქით იყო ეს პოზიციები.

უშიშროების საბჭო არის ძალიან სერიოზული ორგანო და მისი მდივანი ჩემი აზრით უნდა იყოს ძალიან სერიოზული ჭკუადამჯდარი თავის საქმეში და თავის მიმართულებით გამოცდილი ადამიანი. არა მაინცდამაინც თქვენი ვიხმარ ამ სიტყვას „ლიუბიმჩიკი“, ანუ უშიშროების საბჭოს მდივანი კიდევ უფრო სიტყვამოვლილი და ნაკლებად ჩართული პოლიტიკურ ბატალიებში უნდა იყოს.

დანარჩენი, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. მე არანაირ გავრცელებულ სხვა ინფორმაციას არ ვაქცევ მაინცდამაინც დიდ ყურადღებას. უშუალოდ, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია და არც უნდა ისაუბროს ჩემი აზრით. ეს მისი გადასაწყვეტია და ვნახოთ რა მოხდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე : სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: მე და ხმალაძე პროვოკაციებს ვგეგმავთ, რომლითაც ქვეყანა უნდა დავამხოთ