დავით უსუფაშვილი: უნდა ვისწავლოთ, რომ საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები არის სირცხვილი

გიგი წერეთელი რამდენიმე წელია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია, თუ ორგანიზაცია აირჩევს თავმჯდომარედ, ეს არც ძალიან კარგია და არც ძალიან ცუდი, ეს იქნება ჩვეულებრივი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ აქ საკითხი წყდება ეუთო-ს საპალრამენტო ასამბლეის 57 ქვეყნის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს 3 ხმა. ასე რომ, რაც უნდა გულზე მჯიღი ვიცეთ, ვიღაცა მხარს უჭერს და ვიღაცა – არა, ეს არ არის გადამწყვეტი. პოლიტიკური ჯგუფები უჭერენ კანდიდატს მხარს და არა – ინდივიდები. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, დრომ “ევროპის სახალხო პარტი” მხარს უჭერს გიგი წერეთელს, რადგან ამ ორგანიზაციის წევრია. “სოციალ-დემოკრატების” კანდიდატს მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, რომლის წევრიც არის. მე პირადად, ვარ “ლიბერალ-დემოკრატების” წევრი და მათთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პერსონალური დამოკიდებულებები არაფერ შუაშია. „საერთოდ უნდა ვისწავლოთ, რომ საერთაშორისო არენაზე ჩვენი შიდა კინკლაობები და პწკენები არის სირცხვილი”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასაბლეა 1-5 ივლისს თბილისში გაიმართება, კენჭისყრა ასამბლეის პრეზიდენტის ასარჩევად 5 ივლისს შედგება.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძე ჩვენებას დახურულ სასამართლო სხდომაზე მისცემს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ერევანში სომხეთის პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს შეხვდება