დავით უსუფაშვილი – უკრაინაში მივდივართ დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, ქვეყანა უნდა წარმოვადგინოთ ერთად, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა

უკრაინაში მივდივართ პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმდჯომარე ხელმძღვანელობს, ქვეყანა უნდა წარმოვადგინოთ ერთად, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა და ბანა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ დღეს ჩამოყალიბდებიან, ვინ იქნება „ლელოს“ პარტიიდან დელეგაციის შემადგენლობაში.

„უკრაინაში რუსული აგრესიის პირველი დღიდან „ლელო“ იყო და რჩება მომხრე, საქართველო რაც შეიძლება ერთიანი, მობილიზებული და ერთ მუშტად შეკრული შეხვდეს საფრთხეს, რომელიც საქართველოსაც ემუქრება. უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. პირველი დღიდან, თვე-ნახევრის წინ მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩაგვეტარებინა რიგგარეშე სხდომა, ერთიანი პოზიციები დაგვეფიქსირებინა, მიგვეღო რეზოლუცია და ასე შემდეგ. იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენ ვრჩებით ამ პოლიტიკის ერთგული – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო სათანადოდ იყოს წარმოჩენილი ამ ვითარებაში, მისი პოზიიცა იყოს მკაფიო, მკვეთრი. მეორე, უკრიანასთან მიმართებით რაც შეიძლება მეტად შევძლოთ სოლიდარობის გამოხატვა.

ჩვენი პოზიცია იყო და რჩება, რომ ყველა ღონისძიებაში, ვიზიტია თუ რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა, „ლელო“ იქნება ჩართული ამ პროცესში. არ შევდივართ სხვა შიდაპოლიტიკური პრობლემების განხილვაში და ამ პრობლემების ჩართვაში ისეთ საკითხებთან, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ქვეყნის პოზიცია და ჩვენი ერთიანობის აუცილილებლობა. ეს პროცესი არის დინამიკური, ამიტომ როდის გადაწყდება ვიზიტი და რა ფორმატით, ჩვენ მზაობა დაფიქსირებული გვაქვს. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ ამ პროცესის მიმდინარეობის კვალობაზე. დღეს ჩამოვყალიბდებით, ვინ წავა „ლელოდან“. „ოცნებასთან“ ერთად არ მივდივართ, მივდივართ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმდჯომარე ხელმძღვანელობს. ამ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთანაა ეს შეთავაზება, ამიტომ პარლამენტის წარმომადგენლობა მიდის. „ოცნებასთან“ აქ ვკამათობთ, ქვეყნის გარეთ უნდა წარმოვადგინოთ ერთად. ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა და ბანა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება სწორი არ არის, რას ნიშნავს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში არ წავა, მაშინ პარლამენტში რატომ სხედან
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ გაემგზავრება