დავით უსუფაშვილი: სწორი არ იქნება, რომ გავწყვიტოთ ურთიერთობა იგივე “გაზპრომთან”

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ენერგოდამოკიდებული არ უნდა იყოს ქვეყანაზე, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

მისი თქმით, ხელისუფლება არ აპირებს საქართველო რუსეთზე დამოკიდებული გახადოს, რადგან ელექტროენერგიის მოწოდების ალტერნატიული ვარიანტებიც არსებობს, თუმცა, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ “გაზპრომთან” ურთიერთობი სრულად არ უნდა გაწყვიტოს, რადგან ეს სწორი არ იქნება.

“გაზპრომი” ენერგეტიკის მინისტრს არ შემოუყვანია საქართველოში. მთავრობას “გაზპრომი” დაგვხვდა საქართველოში. იგი გაზსადენის მეშვეობით გაზს აწვდის ჩვენს მეზობელ სომხეთს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლებზე. ჩვენ ენერგეტიკის სფეროში გვაქვს მკაფიო პოზიცია: საქართველო არ უნდა იყოს ენერგოდამოკიდებული ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელიც ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ ენერგოსაკითხებს იყენებს პოლიტიკური მიზნებით. ამ საკითხში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ამ პრინციპის და ხაზის გამგრძელებელი და არანაირი ფორმით და პროპორციით არ ვაპირებთ, გავზარდოთ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე მაშინ, როდესაც არსებობს ენერგომოწოდების ალტერნატიული ვერსიები. ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს, ან სწორი იქნება, რომ გავწყვიტოთ ურთიერთობა იგივე “გაზპრომთან”, რომელიც დაგვხვდა, ჩვენ არ მოგვიყვანია. ახლა რომ იდგეს საკითხი, გავაკეთოთ თუ არა ეს, შეიძლება იყოს ერთი პოზიცია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით, საქართველო ტრანზიტისთვის გამოყენებული ტერიტორიაა და ქვეყანამ ამის საფასური უნდა მიიღოს.

„როდესაც ფუნქციონირებადი გაზსადენია, ორივე ქვეყნის თემა უნდა გავითვალისწინოთ და ერთ ქვეყანასთან თუ პრობლემა გვაქვს, მეორესთანაც არ უნდა გავიჩინოთ იმით, რომ შეფერხდეს მისთვის გაზის მიწოდება. მოლაპარაკებები ამ თემაზე საჭიროა. სწორი ამოცაანა, რომ ვინაიდან ეს ფუნქციონირებადი პროექტია, საქართველომ ნახოს მეტი ხეირი, ვიდრე ნაკლები ხეირი. ამ ყველაფერმა არავითარი ხიფათი არ უნდა შეუქმნას ჩვენს ურთიერთობას აზერბაიჯანთან, თურქეთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან და იმ ქვეყნებთან, რომელთათვისაც საქართველო, როგორც ენერგომატარებლების გადაადგილებისთვის თავისუფალი ზონა, ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება
შემდეგი სტატიაუმრავლესობამ თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მხარი დაუჭირა