დავით უსუფაშვილი: საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში ეუთო, რუსეთის პოლიტიკის გამო, ყველაზე ნაკლებად არის ჩართული

ეუთო არის ორგანიზაცია, რომელსაც ყველაზე მეტად ევალება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ რუსეთის პოლიტიკის გამო ყველზე ნაკლებად არის ჩართული საქართველოს საქმეებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, საქართველოში პირველად ტარდება.

“60-მდე ქვეყნიდან ველით 600-მდე სტუმარს. ეუთო არის ორგანიზაცია, რომელსაც ყველაზე მეტად ევალება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ რუსეთის პოლიტიკის გამო ყველზე ნაკლებად არის ჩართული საქართველოს საქმეებში. რუსეთის ვეტოს გამო ეუთო-ს საქართველოში აღარ ჰყავს მუდმივი წარმომადგენლობა. დაგეგმილ ღონისზიებას აქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა. ეს არის გზავნილი, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. ბევრს რეზოლუციას ეყრება კენჭი და მათ შორის იქნება საქართველოს ინიციატივაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ზოგადად, ოკუპაციას ეხება. სტუმრებს შორის იქნება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პედრო აგრამუნტი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 1-5 ივლისს თბილისში გაიმართება, კენჭისყრა ასამბლეის პრეზიდენტის ასარჩევად 5 ივლისს შედგება.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო-ს 3 764 830 ლარი გამოეყოფა
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ დღის წესრიგში კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს საკითხი