დავით უსუფაშვილი : საკითხი ასე არ უნდა დავსვათ, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, საქართველოს არჩევნები უკვე გადაელოცება სააკაშვილს

საკითხის ასე არ უნდა დავსვათ, რომ თუ გიგი წერეთელი ავირჩიეთ, არიქა დაიქცევა ქვეყანა და საქართველოს არჩევნები უკვე გადაელოცება მიშა სააკაშვილს, ასე არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, ცოტა უფრო მეტ დაფიქრებას და სიღრმეში ჩახედვას მოითხოვს.

„ხმა მივეცი ქალბატონ მუტონენს. ყველას ვუსურვებ, ცოტა უფრო ღრმად გაერკვეს ხოლმე სიტუაციებში, როდესაც საფრთხეებზე საუბრობს. რადგან მაგალითად, EPP-ის ფრაქციის ხელმძღვანელი წერეთელი გაცილებით თავისუფალია თავის ქმედებებში, ვიდრე ვიცე-პრეზიდენტი წერეთელი ამავე ორგანიზაციაში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც პოლიტკური, ფრაქციული პოზიცია უკავია ამა თუ იმ პირს, მას შეუძლია, იყოს მიკერძოებული და უნდა იყოს მიკერძოებული.

„როდესაც თავად ინსტიტუციის ხელმძღვანელის ფუნქცია ეკისრება, პირიქით, მას დამატებითი ბარიერები უჩნდება, თავისივე კოლეგების მხრიდან, რომ არ იყოს ისეთი მიკერძოებული, როგორიც უნდა იყოს. საკითხი ასე არ უნდა დავსვათ, რომ თუ გიგი წერეთელი ავირჩიეთ, არიქა დაიქცევა ქვეყანა და საქართველოს არჩევნები უკვე გადაელოცება მიშა სააკაშვილს, სწორი არ არის. პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, ცოტა უფრო მეტ დაფიქრებას და სიღრმეში ჩახედვას მოითხოვს ხოლმე, იმისთვის, რომ საკუთარ ინტერესს მივაღწიოთ. ამასთან, ყველა ვცდებით ხოლმე, შეიძლება მე ვცდები, შეიძლება ჩემი კოლეგები.”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნითი დღე პლენარული სესიით გაიხსნა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ავსტრიელ კრისტინა მუტონენს მისცა ხმა