დავით უსუფაშვილი საბურთალოს სამი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

usufashviliპარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ის „რესპუბლიკური პარტიიდან“ საბურთალოს სამი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

როგორც მან გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა, ის კენჭს ბახტრიონის, დოლიძისა და საბურთალოს ქუჩების გაერთიანებულ ოლქში იყრის.

„მე ვიქნები „რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველი ნომერი. მე შემოვივლი მთელ საქართველოს. დავეხმარები ჩემს კოლეგებს, შევხვდები ამომრჩევლებს და კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დავანახებთ იმას, რომ „რესპუბლიკური პარტია“ სრულიად აუცილებელია ქართული პოლიტიკისთვის. „რესპუბლიკური პარტია“ ვიყავით ცოტა, მაგრამ გავაკეთეთ ძალიან ბევრი ამ მთავრობასა და პარლამენტში. მომავალშიც ასე გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერევანში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები
შემდეგი სტატიადასავალური მედია თურქეთში დაკავებული ჟურნალისტების ფოტოებს ავრცელებს