საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ 2012 წელთან შედარებით, დღეს არსებული საარჩევნო გარემო უკეთესია.
ამასთან, უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ ის ხარვეზები, რომელიც არსებობს მოიხსნება და არ გაძლიერდება.
“საარჩევნო გარემო 20%-ით კი არა, რამდენჯერმე უკეთესია, ვიდრე ეს 2012 წლამდე იყო. გვაქვს სერიოზული ხარვეზები, თუმცა მინდა ვივარაუდო, რომ ეს ხარვეზები მოიხსნება და არ გაგრძელდება”, – აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელიც “რუმსში” მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.