დავით უსუფაშვილი: რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და სანქციის მოხსნა არ იქნება სწორი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ ევროსაბჭოს მხრიდან სანქციების მოხსნა არ იქნება გამართლებული. დავით უსუფაშვილის თქმით, მან ევროპელ კოლეგებს კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთის ქმედებების შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებზე:

„კოლეგებს შევახსენე, რომ სამი წლის წინ საქართველოს დაუწესდა ორწლიანი სანქცია იმის გამო, რომ რუსეთის დუმის დეპუტატებს არ მივეცით საშუალება ქართული კანონების დარღვევით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების. რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და სანქციის მოხსნა არ იქნება სწორი ნაბიჯი. იმიტომ, რომ არც ერთი ის პრობლემა, რის გამოც რუსეთს სანქცია დაუწესდა, არ არის მოგვარებული,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს
შემდეგი სტატიაკახეთში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს