დავით უსუფაშვილი: როგორ შეიძლება ვიყო ამითი მოხარული და ბედნიერი, რომ დავმარცხდით

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი2-თან დავაში პარლამენტი დამარცხდა, – ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ის არ არის ამით ბედნიერი და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო დამაჯერებელი იქნება.

“ვარ იმ ორგანოს თავმჯდომარე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პროცესებში დამარცხდა. როგორ შეიძლება ვიყო ამითი მოხარული და ბედნიერი, რომ დავმარცხდით. მე რა მგონია ახლა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. სასამართლომ გადაწყვიტა ასე და უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს. სასამართლოშიც ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები მუშაობენ და იმედი მაქვს, რომ მანამდეც, ახლაც და მომავალშიც ყურადღებით შეხედავენ და გადაწყვეტილებები უფრო დამაჯერებელი იქნება,” – ამბობს დავით უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი გულის ჯვარი უსახსოვრა (ფოტო)
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში ბავშვთა უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს