დავით უსუფაშვილი : „რესპუბლიკელები“ ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დავისაჯეთ

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „რესპუბლიკელები“ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დაისაჯნენ. დავით უსუფაშვილის თქმით, საბურთალოს ოლქში, სადაც ის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, “ქართულმა ოცნებამ” დიდი ფული დახარჯა. უსუფაშვილი საბურთლოს ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ლევან გოგიჩაიშვილთან დამარცხდა.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დავისაჯეთ და ეს იგრძნობოდა ჩემს ოლქში და ზოგადად, პარტიის მიმართაც. თუმცა, მირჩევნია დავისაჯო, ვიდრე არასწორი ნაბიჯისთვის დამაჯილდოონ…ლევანთან დავმარცხდი თუ პეტრესთან, მე რომ 2012 წელს ჩამეთვალა, საბურთალოს ოლქში მე გავიმარჯვე და მაგარი ვარ-მეთქი, შესაძლოა, ახლა დამარცხების გამო გული დამწყვეტოდა, თუმცა არც მე გამიმარჯვია მაშინ და არც ლევანს გაუმარჯვია ახლა. გაიმარჯვა იმ რესურსმა და ტალღამ, რაც „ქართულ ოცნებას ორივე არჩევნებისას ჰქონდა“, – განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი.

banner
წინა სტატიაშითამარ კეკენაძე : არსებობს ეჭვი, რომ ადამიანები ელემენტარულად გაიყიდნენ, ან გაურიგდნენ სახელისუფლებო ძალას
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება