დავით უსუფაშვილი: “რესპუბლიკელები” არჩევნებში მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადის დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ “რესპუბლიკელები” არჩევნებში მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ.

“ოლიმპიური თამაშები დაიწყო, ვულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს ვისაც მიეცა საშუალება წარმოადგინოს ჩვენი ქვეყანა ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე. ველით მედლებს რიო-დე-ჟანეიროდან. ოლიმპიადაში მონაწილეობაც თავისთავად საპატივცემულოა, არჩევნებისგან განსხვავებით, ამიტომ “რესპუბლიკელები” არჩევნებში მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ”,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე “რესპუბლიკური პარტიის” “ფეისბუქ” გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ანაკლიაში “ჯემფესტზე” მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განცხადებას ავრცელებენ