დავით უსუფაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომების მოწვევის თხოვნით მიმართავს

პარლამენტი ამ კვირაში, რომელიც საკომიტეტო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი, საშემოდგომო სესიის რეჟიმში მუშაობა დაასრულა, ვინაიდან გარკვეული სახის საკითხები და კანონპროექტები დარჩა განსახილველი და მისაღები, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პლენარული სხდომების გამართვის აუცილებლობის წინაშე დადგა. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტს, რომ 16-18 დეკემბერს მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომები. ამ სხდომებზე განსახილველი სავარაუდო თემებია: კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, კანონპროექტი „მოხალისეობის შესახებ“, კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“, ასევე კანონპროექტი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, ამასთანავე, კომიტეტები მუშაობენ რამდენიმე კანონპროექტზე, მათ შორის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც 16 დეკემბრისთვის მზად იქნება და ისინიც დაემატება რიგგარეშე სხდომებზე განსახილველ საკითხებს.

banner
წინა სტატიაში“ელისაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა, ამ ხნის განმავლობაში პროკურატურისთვის წერილობით მოემართა”
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: ევროკავშირი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელიც პროკურატურას ხელს უწყობს რეფორმირებაში