დავით უსუფაშვილი: ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში იქნება

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში იქნება:

„საქართველოში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა,ეგიტპოლების შედეგებით დასკვნებს არ ვაკეთებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება მეორე ტური, იქნებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, იქნება ბრძოლა მეორე და პირველი ადგილსითვის, დაიცავით კანონი და იმოქმედეთ კანონის დაცვით. ხელისუფლების მხრიდან უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ამომრჩეველთა ხმების დაცვა, დღეს ელექტორატმა პროტესტი გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში მეორე ტურში, როგორც ჩანს კატამ თხარა თხარაო და თაგვი გამოთხარაო, არაა სწორი ყველგან თხრა. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა, დაველოდებით არჩევნების შედგებს, მოვძებნით ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც მოგვცა ხმა, მოვძებნით და საქართველოს გავიყვანთ ფონს, ახლა უპირველესი ამოცანაა, ხელისუფლებას არ წაუცდეს ხელი ფარდობითი უპირატესობის მოპოვებისთვის. ეს არის ის სავალალო ვითარება, სადამდეც ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა მიიყვანა“, – განაცხადა დავით სუსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში საარჩევნო უბნებზე შუქი გამორთეს
შემდეგი სტატიაBCG-ის ეგზიტპოლი: ვაშაძე – 37%, ზურაბიშვილი – 34%, ბაქრაძე – 17%