დავით უსუფაშვილი: პარლამენტი მუშაობას, რეგლამენტის მიხედვით, სექტემბრის პირველ სამშაბათს განაახლებს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პალამენტი მუშაობას რეგლამენტის მიხედვით სექტემბრის პირველ სამშაბათს, ბიუროს სხდომით განაახლებს, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელო სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შესახებ მასთან არანაირი შეტყობინება არ შესულა.

„შემდეგი პლენარული სხდომა სექტემბრის დასაწყისში გაიმართება. 6 სექტემბერს ბიუროს სხდომა გაიმართება, 7 სექტემბერს – პლენარულ სხდომას გავმართავთ. შემდეგ პერიოდს რაც შეეხება, 8 სექტემბრიდან ჩვენ ვიმყოფებით არჩევნებამდე ერთი თვის რეჟიმში, მაშინ როდესაც პარლამენტი, როგორც წესი, არ მუშაობს პლენარული სხდომის რეჟიმში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დეპუტატების თქმით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ ყოფილა საუბარი რიგგგარეშე სხდომების დანიშვნაზე.

მათივე განმარტებით, ბიუროზე რამდენიმე ახალი საკანონდებლო ინიციატივის შესახებ იმსჯელეს.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არც სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღის რეფორმაზე უმსჯელიათ.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარის გია ვოლსკის განცხადებით, სავარაუდოდ, ამ საკითხზე მსჯელობა უკვე ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი:პოლონელი ანარქისტები ვარშავაში სააკაშვილის ვიზიტის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიალევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ