დავით უსუფაშვილი: ოპოზიციაში არ მივდივართ, რადგან ერთად ვმართავთ ქვეყნას

ოპოზიციაში არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყნას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა და ა.შ. რა სირთულეებს შექმნის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“დღეს ბევრი სხვამს კითხვას, როგორ უნდა მოვახერხოთ, მე და ბატონმა გიორგიმ, ან “რესპუბლიკური” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თან პარტნიორობა და თან კონკურენტობა, როგორ და ასე, იმიტომ, რომ სხვანაირად ევროპული დემოკრატია წარმოუდგენელია. სხვანაირად თუ ყველა კოალიცია არჩევნებს რომ მიუახლოვდება, ჩამოიშლება, მთავრობა წავა-წამოვა, უმრავლესობა დაიშლება, როგორ წარმოგვიდგენია მრავალპარტიული ცხოვრება?მაშინ ისევ ერთპარტიულობისკენ მივექანებით, რომ ერთი პარტია უნდა მართავდეს და სხვას არ უნდა ესაქმებოდეს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გადმოსახედიდან ეს არის ის პროცესი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “რესპუბლიკურმა პარტიამ” განცხადებაში სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ რომ არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებდნენ ქვეყნის სტაბილურობას.

“არ გავაჩენთ არანაირ კითხვას ქვეყნის განვითარების ვექტორებთან დაკავშირებით, არ შევუშლით ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, რომ არც ერთი კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე ხომ არ არის. ეს არის ჩემი პასუხი იმ კრიტიკოსებთანაც, რომლებიც ბრძანებენ, რომ რატომ დაუყოვნებლივ არ მიდიხართ ოპოზიციაში. არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყნას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა რა სირთულეებს შექმნის. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც გვქონდა დღემდე მიმდინარე საქმეებშიც, სამთავრობო საკითხებშიც, პარლამენტშიც რაზეც შევჯერდებით წინასწარ უმრავლესობასთან გვექნება ერთიანი პოზიციები, რაზეც ვერ შევჯერდებით, არც დღემდე იყო ეს რაღაც ახალი მოვლენა და გვქონდა განსახვავებული პოზიციები. შესაძლოა, ეს იყოს უფრო მეტი. ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მან მიმართა რეგიონებში პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ ადგილებზე ამავე რეჟიმში გაგრძელონ მუშაობა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დასრულდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით, რომელიც იმ სხვა კითხვებზე გასცემს პასუხს, ვინ და როგორ იქნება მომავალ ხელისუფლებაში წარმოდგენილი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი კადრები – გამოძიების კითხვებს მაკა რაზმაძე და ბესო ზანგური პასუხობენ
შემდეგი სტატიაირაკლი ტაბლიაშვილი:„ახალი პოლიტიკური კლასის ხელოვნურად ჩამოყალიბება არ გამოვა!