დავით უსუფაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტს ერთი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადებს, ერთ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას აფასებს.

დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები აუცილებლად დაისჯებია.

“კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ, დარწმუნებული ვარ, რომ დაისჯებიან და თუ არ დაისჯებიან, მაშინ დაისჯება მმართველი პოლიტიკური ძალა და არამგონია, მის ინტერესებში შედიოდეს რომ ხელიუფლება დაისაჯოს კონკრეტული ადამიანების მოქმედებების გამო, იმიტომ რომ ასეთი მოვლენები, ძალადობის აქტები, მასზე რეაგირება ეს არის ხელიუფლების საქმე, სახელმწიფოს საქმე,პოლიციის საქმე და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო, ვინ გააგრძელა. ვინ ჯერ თმაზე მოქაჩა და მერე მუშტი დაარტყა. დარწმუნებული ვარ დაისჯებიან მოძალადეები, დაისჯებიან ის ადამაინები, ვინც მსგავსი რამ დაგეგმეს, თუ ეს დაგეგმილი იყო და თუ არ იყო დაგეგმილი, მაგასაც გავიგებთ. ვიცი, რომ ეს არის ძალიან მყარი განწყობა, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის, მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის და დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

“ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, წლების წინ ბოიკოტები, რომ გვეცხადებინა, „ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში. საპარლამენო მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები პარლამენტში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ მე ვისურვებდი, რომ პარლამენტმა იმუშაოს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ იმუშაოს. ამასობაში პოლიტიკური ბოიკოტი, ეს არის კონსტიტუციური, რეგლამენტური უფლება პოლიტიკური ძალებისა, ეს მათი გადასწყვეტია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხდა. საპარლამენტო უმცირესობამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, ვიდრე ხელისუფლება კორცხელში მომხდარ ინციდენტს არ გამოიძიებს, მანამდე ისინი პარლამენტის სხდომებს არ დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე: სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს ძალადობა
შემდეგი სტატიასავჩენკოს სიტყვა კიევის აეროპორტში