დავით უსუფაშვილი: მთავრობაში ცვლილებები უკვე განხორციელდა

ვინც არ იცის გეტყვით, რომ მთავრობაში ცვლილებები უკვე განხორციელდა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მან ამ თემაზე ჟურნალისტებს ერთგვარი ხუმრობით უპასუხა.
“მთავრობაში იგეგმებოდა ცვლილებები და მოხდა უკვე ცვლილებები. სამი კვირის წინ ჩვენ ნდობა ახალ მთავრობას გამოვუცხადეთ. თუ ჯერ არ გაგიგიათ იმასაც გეტყვით, რომ პრემიერ-მინისტრი არის გიორგი კვირიკაშვილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოველმა პოლიციელმა იჩივლა, რომ პროსტიტუტებმა გააუპატიურეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილის კითხვები პროკურატურას – ადმინისტრაცია წერილს ასაჯაროებს