დავით უსუფაშვილი: მომწონს ეს შენ გეხება, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხება

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

კამპანიის ეს შენ გეხება წევრების და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

“მომწონს ეს შენ გეხება, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხება. კარგია, რომ ასეთ თემებზე აქტიურობაა. მათ მიერ მომზადებული სამი კანონპროექტი განვიხილეთ. ერთი, რომელიც ეხება უშიშროების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს, მეორე ეხება მოსმენების თემას, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2017 წლის მარტიდან ის მოდელი, რომელიც დღეს კანონშია ძალას დაკარგავს, პარლამენტი ვალდებული ვათ, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ.

დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე დამოკიდებელ საგამოძიებო ორგანოს შექმნაზეც ისაუბრეს, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საინტერესოა, თუმცა უფრო რთული და კარგად შესასწავლი თემაა.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყლის მატება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიაბოტანიკური ბაღის სტატუსის შესახებ კულტურის მინისტრი განმარტებას აკეთებს