დავით უსუფაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლეები არ დაემორჩილებიან ზეწოლას

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ზეწოლას არ უნდა დაემორჩილონ. დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე გაკეთებულ განცხადებებზე დროული და ეფექტური რეაგირება უნდა მოხდეს:

“როდესაც გაჩნდა გარკვეული კითხვები, სპეკულაციები, ამას ჭირდება ძალიან დროული და ეფექტური რეაგირება. ერთია, რას და როგორ გამოიძიებს პროკურატურა, საჭიროა, დასმულ საკითხს, რაც შეიძლება სწრაფად გაეცეს ამომწურავი პოლიტიკური პასუხი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ მოლოდინი არის ის, რომ რაც არ უნდა ზეწოლას ახორციელებდეს ვინმე მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებიდან, თუ საერთოდ ხელისუფლებასთან არა დაკავშირებული ადამიანებისგან, მე მაქვს მოლოდინი ამ ცხრა ადამიანისგან, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილებიან ზეწოლას“, – აცხადებს უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება
შემდეგი სტატიაNDI: 41% – საარჩევნოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა