დავით უსუფაშვილი: ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით ქვეყანაში მიმდინარე არცერთ პროცესს, მათ შორის არც რუსთავი 2-ის საქმეს არ უკავშირდება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა გერმანიაში გამგზავრების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„საქართველოში მიმდინარე არცერთი საკითხი, არც „პირველი არხის“, არც „იმედის“, არც „რუსთავი 2“-ის, არც არჩევნების, არც რომელიმე პარტიის შექმნის საკითხი არ არის დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის პროცესთან, ჩვენ ყველა პარტნიორი გვეუბნება იმას, რომ ის, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა გაკეთდა, საქართველო ამისთვის არის მზად. ხვალაც რომ გადაწყდეს ვიზის საკითხი დადებითად, ზეგ რა თქმა უნდა იქნება თემები და საკითხები საქართველოში, რომლებიც ჩვენს ევროპელ კოლეგებს დააინტერესებთ. ეს არის მუდმივი პროცესი, მაგრამ ეს არ უკავშირდება ვიზალიბერალიზაციის პროცესს. საქართველოში ძალიან დინამიური და საინტერესო ცხოვრებაა და ეს ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე: კრიტიკა, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან იყო გამოთქმული, მეგობრების კრიტიკა იყო
შემდეგი სტატია“სასამართლო სისტემა უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომ ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციას ვერ მივიღებთ”