დავით უსუფაშვილი: ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს არჩევნებზე და არა ქუჩის ბრძოლებში გამარჯვებული პარტია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებამდე განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ “ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს არჩევნებზე და არა ქუჩის ბრძოლებში გამარჯვებული პარტია”.

უსუფაშვილი დივერსიებსა და ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით სამართალდამცავების როლზე ამახვილებს ყურადღება.

„სამართალდამცავი ორგანოები უნდა ებრძოდნენ კრიმინალს და კრიმინალებს და არ უნდა ელოდებოდნენ youtube-ზე ვინმე როდის ატვირთავს თუ არ ატვირთავს რაიმე მასალას. ასე რომ მე ვურჩევ ყველას წავიკითხოთ კონსტიტუცია და ვიმოქმედოთ ასე. არჩევნებში გამარჯვებული პარტია და არა ქუჩის ბრძოლებში გამარჯვებული პარტია უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან
შემდეგი სტატიაგლდანში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს