დავით უსუფაშვილი: კარგად მომისმინეთ, საუბარი მექნება ყველასთან

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მომავალში საუბარი ექნება ყველასთან, ვისაც სათანადო პოლიტიკური გამოცდილება აქვს.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ისაუბრებს ყველასთნ, ვისაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დეფიციტი აქვს.

„სანამ თანამგუნდელობაზე იქნება საუბარი, ვალდებულად ვთვლი საუბარს იმ ადამიანებთან, ვისაც ასევე, ამ წლების განამვლობაში, ჰქონდათ ძალიან საპასუხისმგებლო პოლიტიკური თანამდებობები, დააგროვეს გამოცდილება, მიუხედავად იმისა, ისინი აპირებენ პოლიტიკაში აქტიურობას თუ აღარ აპირებენ. ასეთ ადამიანებში იქნება ირაკლი ალასანიაც და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, რომელთანაც მე პირადად ხან თანამშრომლობა მაკავშირებდა, ხან კონკურენტობა, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ერთზე, რომელიც არ უნდა იცვლებოდეს. ეს არის ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლებას მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს, თუმცა აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე : პარტიის გეგმები, სტრატეგია და ტაქტიკა განხილვის პროცესშია
შემდეგი სტატია(video) გიჟები ხართ დედიან ბუდიანად ,,ნაციონალები”…გიჟი შენი მოდგმაა-სიხარულიძე გოცირიძეს