დავით უსუფაშვილი: ივანიშვილი ბოლოსდაბოლოს ეზიარა მესიანიზმის საყრდენ პოსტულატს

2018 წლის 25 ივნისს გაზეთ „კვირის პალიტრას“ ვეუბნებოდი:

„ბახტაძის დანიშვნით ივანიშვილი, კვირიკაშვილის გავლით, ღარიბაშვილს დაუბრუნდა. კვირიკაშვილს ჰქონდა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი საჯარო-პოლიტიკური ბიოგრაფია, რაც არ ჰქონდა არც მის წინამორბედს და არც მის შემცვლელს…“

ჰოდა, დაუბრუნდა! ანუ, ივანიშვილი ბოლოსდაბოლოს ეზიარა მესიანიზმის საყრდენ პოსტულატს და დარწმუნდა, რომ არა მხოლოდ დამოუკიდებელი ადამიანები, არამედ მორჩილი ადამიანებიც კი სახიფათონი არიან, თუ ისინი მის მიერ არ არიან შექმნილები!

ამ გადმოსახედიდან ვოლსკის დარი ერთგულებაც კი აღარ აღმოჩნდა საკმარისი – მას (გიას) ხომ მის (ბიძინას) გარეშეც აქვს ამ ქვეყნად ჯოხი გადაბრუნებული (წაღმა თუ უკუღმა) და ხომ შეიძლება კვლავაც რამე თავად გადაწყვიტოს?!

მოკლედ, „კართაგენი ინგრევა“ მიუხედავად იმისა, რა წერია თუ ხატია ხაზარაძის წერილში, რამდენი თითი აჩვენეს თუ მოელანდა ოქუაშვილს და „სპრავედლივად“ მოხვდა თუ არა ყიფიანს ფარცხალაძის სარდაფში.

ჯობია, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა და როგორ უნდა ავაშენოთ მორიგ ნანგრევებზე ისე, რომ აღარ ჩამოგვენგრეს!- ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – გადაამოწმონ ექსპერტებმა, რატომ არ დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში
შემდეგი სტატიაზვიად კორძაძე – “შუამავლის არსებობა – არ არსებობა, წერილის არსებობა არ არსებობასთან მიმართებაში ბევრს ვერაფერს შეცვლის”