დავით უსუფაშვილი – იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქცია გამოეყენებინა ხელისუფლებაზე სწორი ზეწოლისთვის, სახელისუფლებო წრეების კონსოლიდაცია მოახდინა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს კვლავ წასძლიათ სულმა და იმის ნაცვლად, საპროტესტო აქცია გამოყენებული ყოფილიყო ხელისუფლებაზე სწორი ზეწოლისთვის, სახელისუფლებო წრეების კონსოლიდაცია მოახდინეს, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობით“.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ მისი დამახასიათებელი უუნარობითა და ზედაპირულობით ისეთი შეცდომა დაუშვა, რამაც მთელი ქვეყანა აღაშფოთა.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება შესაცვლელია. ხელისუფლებამ მისი დამახასიათებელი უუნარობითა და ზედაპირულობით ისეთი შეცდომა დაუშვა, რამაც მთელი ქვეყანა აღაშფოთა. „ოცნების“ ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა შექმნილ კრიზისს. ზედაპირული განცხადებებით შემოიფარგლნენ, საზოგადოებას ვერ აუხსნეს, რა მოხდა და ვერავინ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამან ისედაც სამართლიანად გაბრაზებული მოსახლეობა უფრო გააბრაზა. ხელისუფლებამ ვერ განმუხტა პოლიტიკური ნაბიჯებით სიტუაცია, როდესაც პრემიერი იძახდა, რომ ხელისუფლება არ იყენებს გაზსა და რეზინის ტყვიებს, ზუსტად მაშინ ისროდნენ ქუჩაში. „ქართული ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობით“, მის ლიდერებს კვლავ წასძლიათ სულმა და იმის ნაცვლად, ეს საპროტესტო აქცია გამოყენებული ყოფილიყო ხელისუფლებაზე სწორი ზეწოლისთვის და კონკრეტული შედეგების მიღწევისთვის, მათ მიიღეს გადაწყვეტილება არაკანონიერი ქმედებების, რომლითაც მოახდინეს სახელისუფლებო წრეების კონსოლიდაცია. კორდონების დარღვევა დაუშვებელია, იქნება ეს კომბლებით თუ კომბლების გარეშე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, როდესაც მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მოსკოვში იმართებოდა, საქართველოს დელეგაცია არ წავიდა.

„აუცილებელია იმ ძალების კონსოლიდაცია, ვინც თვლის, რომ ეს ქვეყანა ყველასია, ნაცებისაც, ქოცებისაც, პატრიოტებისაც და ლიბერალებისაც. ჩვენ კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა გავაგრძელოთ მმართველობა. პროპორციული სისტემის მიღწევა, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების გამოყენება, რომელიც ხალხის მიერ არის მიღწეული, უმნიშვნელოვანესია და გამოსავალია პოლიტიკური ჩიხიდან. თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, ივანიშვილი უკან დაუბრუნებს 2012 წელს გამორთმეულ ხელისუფლებას სააკაშვილს. ეს არ არის არანაირი პროტოკოლური შეცდომა, ეს არის უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა. ასეთ დეტალებს პერსონალურად ამტკიცებს თავმჯდომარე. ეს ასამბლეა ძველია, საქართველო დიდი ხანია, ჩართულია. ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით, როდესაც ათენში გაიმართა, ხოლო მაშინ, როდესაც მოსკოვში ტარდებოდა, ჩვენ დელეგაცია არ გავუშვით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, უმრავლესობა იმდენად გაუძლურებულია, რომ კობახიძის გადადგომის თუ გადაყენების შემთხვევაში, მას შემცვლელი არ ჰყავს.

არის ვითარებები, როდესაც ყოველი ჩვენგანი ვიქცევით ყოველგვარი შეძახილისა და მითითების გარეშე უბრალოდ სწორად. მე არ მესმის ამ საკითხზე ასეთი გაჯიუტება, მცდელობა, წარმოაჩინოს თავისმა გუნდმა, თუ პარლამენტის თავმჯდომარემ თავად, რომ ყველაფერი ისეა, მე რა შუაში ვარ. გუშინდელი განცხადებები ყველამ ვნახეთ. სახელისუფლებო წრეებში თითქმის ერთსულოვნად აღშფოთდნენ, რადგან მიხვდნენ, რა შარში გაყვეს თავი. შიგნით კულვარებში რა ხდება, მე არ ვიცი. უმრავლესობა იმდენად გაუძლურებულია, რომ კობახიძის გადადგომის თუ გადაყენების შემთხვევაში, შემცვლელი არ ჰყავს. მე არ ვთხოვ კობახიძეს გადადგომას, მოქალაქისთვის უხერხულიც კია ამგვარ ქმედებებზე მიუთითოს თანამდებობის პირებს, რომელთა ქმედებების გამოც მივიღეთ გუშინდელი სურათი.

პრიორიტეტი არის პროპორციული არჩევნები და არა ვადამდელი. არსებული სისტემით ჩატარებული ვადამდელი არჩევნები იგივე იქნება, რაც აქამდე მიშა-ბიძინა მკლავჭიდში შეჯიბრებულები. ჩვენ გვჭირდება პროპორციული არჩევნები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე გადადგა
შემდეგი სტატია“გავრილოვის კრიზის” არ პრავდება ,კახა კალაძე გადაეცი დედამოტყნულ სვავს”-ნიკა გვარამია