დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს“ კანონპროექტზე ჩიხური ვითარება არ შეიქმნება

პარლამენტის თავჯმდომარე დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ ინსტიტუციებს შორის, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ჩიხური ვითარება არ შეიქმნება.

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ სურს, რომ შეიქმნას ვითარება, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტურციური ინსტიტუტები იყენებენ ძალაუფლებას კონსტიტუციის ფარგლებში და საბოლოო შედეგი არის კრიზისული ვითარება.

“მე აქ ვგულისხმობ იმას, რომ პარლამენტს დიახ, შეუძლია მიიღოს კანონი, რომელსაც ის თვლის საჭიროდ, დიახ, პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს კანონს, თუ არ ეთანხმება, დიახ საკონსტოტუციო სასამართლოს შეუძლია კანონი არაკონსტიტუციურად ცნოს, თუ ის ასეთად მიიჩნევს, მაგრამ ამ ჩვენს- ჩვენს მოქმედებებში ჯამურად არ მივიღოთ კრიზისული ვითარება. ეს კრიზისული ვითარება უკიდურესად არასასურველია წინასაარჩევნოდ, მითუმეტეს თუ საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირებას, რომლებიც საჭირო და მნიშვნელოვნები არიან უშუალოდ საარჩევნო პროცესში. მე ვისურვებდი დამენახა ის გამოსავალი, რომელიც მხარეებს მისცემდა პოზიციების შეჯერების საშუალებას და არ იქნებოდა, ისეთი დამოკიდებულება, რომ მე კანონის მიღება შემიძლია, კანონს მივიღებ, მე კანონის გაუქმება შემიძლია, კანონს გავაუქმებ. მერე ჩვენ რა, მოქალაქეებს, ჩვენ გვინდა ვიხილოთ სტაბილური სახელმწიფო, სადაც კანონები მოქმედებენ და ინსტიტუტები მუშაობენ. მე მაქვს სურვილი და მინდა ეს სურვილი რეალობად იქცეს. ვნახოთ, ჯერ დრო წინ არის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძემ გიგლა ოთხოზორიას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
შემდეგი სტატიაინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა გაიმართება