დავით უსუფაშვილი: გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ჩვენ კვლავაც შევხვდებით, რადგან ცხოვრება გრძელდება

გავიდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ამ შენობაში შემოვაბიჯეთ და ბედნიერი ვარ, თუკი შევასრულეთ ყველა მოვალეობა, რაც ჩვენზე იყო დაკისრებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარლამენტის მანდატურებს.

„მადლობა იმას, ვინც უზრუნველყოფდა სხდომათა დარბაზში მშვიდობას, მაშინ როდესაც რომელიმე დეპუტატს უმტყუნებდა ნერვები. ეს გუნდი იმით არის გამორჩეული, რომ აქ არის სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რაც ხელს არ გვიშველის, რომ ვემსახუროთ პარლამენტს და გვქონდეს ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა. მე ვისურვებდი, რომ ეს თვისება, რაც ახასიათებს პარლამენტის აპარატს, იყოს საქართველოს პარლამენტშიც, რათა განსხვავებულმა ადამიანებმა შეძლონ თანამშრომლობა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ ეს გუნდი ისეთივე მოტივირებული იქნება ახალ პარლამენტშიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უკეთესი და უკეთესი პარლამენტი ეყოლება. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს, რადგან ცხოვრება გრძელდება“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

dddd

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე: არ არსებული ფულის ხარჯვა, ლარის გაუფასურების პირდაპირი მიზეზია
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ვვარაუდობ, რომ მე და სანიკიძე სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს