დავით უსუფაშვილი : ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა.

„დღევანდელი მინისტერიალიდან რაიმე დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონოდა. მოვლენის აღწერა უფრო სწორად მგონია ასე, რომ მათ კვლავ არ მიიღეს გადაწყვეტილება და არა ის, რომ მათ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება. არ მიიღეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში, დღეს გადაწყვეტილების არ მიღება ჩვენთვის უკეთესია და არ არის უარესი. ყველა დეტალზე მე ვერ ვისაუბრებ. მერწმუნეთ, ამ დღეებში გერმანიაში გამართულმა შეხვედრებმა ჩვენ დაგვარწმუნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების არ მიღება უკეთესი მომავალი გადაწყვეტილების შანსს ტოვებს და ეს შანსი არის რეალური“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირაინერ ჰაზელოფი: ანგელა მერკელი საქართველოში სტუმრობას გეგმავს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება