დავით უსუფაშვილი : ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცებმა მოახდინონ გავლენა

პარლამენტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას გამეოხმაურა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, გუშნდელი ფაქტი იმ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც ერთი მხრივ სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება” და მეორე მხრივ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს საქართველოში:

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან, ასევე იმ ძალადობრივ ფაქტებთან, რომლებიც ნაკლები სიხშირით, მაგრამ მაინც ხდებოდა ამ დღეებში. მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს მივმართო, ეს ყველაფერი ხდება მათ თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებისთვის. აქ სხვა არანაირი საკითხი და არაფერი არ ირკვევა არავის შორის. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორც მათ სურთ. მათ უნდათ, რომ ჩვენ აგვამოქმედონ მათი ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საბჭოს წევრებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებას მიაღწიეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : 8 ოქტომბერი იქნება მომავალში წინგადადგმული ნაბიჯი, ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით