დავით უსუფაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება. როგორც ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა გოგი ახალკაცმა განუცხადა, უსუფაშვილი საქართველოში არ იმყოფება და სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზიც სწორედ ეს არის.
“პრეზიდენტის მოწვევით ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბება 27 თებერვალს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა. მომხსენებლები იქნებიან თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე. სხდომაზე ასევე მოწვეული არიან უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები, დანამდვილებით ვიცით, რომ სხდომას ვერ დაესწრება დავით უსუფაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება”, – აღნიშნა გოგი ახალკაცმა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” პრემიერს გამოუძიებელი საქმეების სიას უგზავნის
შემდეგი სტატიალევან თარხნიშვილი: ხელისუფლების მხრიდან ამ კომპანიის მიმართ გარკვეული ინტერესები იკვეთება