დავით უსუფაშვილი: ძალიან მალე „რესპუბლიკური პარტია“ გააკეთებს მკაფიო და ზუსტ განცხადებას

ძალიან მალე „რესპუბლიკური პარტია“ გააკეთებს მკაფიო და ზუსტ განცხადებას, ეს არის დღეების საქმე და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრების მხრიდან თანამდებობის დატოვებას შეეხებოდა.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 27 მარტს მიიღო და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტია წარდგება, როგორც “რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო ბლოკის და კოალიციის გარეშე.

„ჩვენ ვთქვით, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს. ჩვენ ეს ვთქვით, რადგან ვიცოდით ყველა მათგანს ქონდა ძალიამ მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი. ამ საქმეების დასრულებას ჭირდებოდა გარკვეული დრო. ვარშავის სამიტი იყო ამის ერთ-ერთ თარიღად მიჩნეული დანარჩენ დეტალებზე ძალიან მალე „რესპუბლიკური პარტია“ გააკეთებს მკაფიო და ზუსტ განცხადებას, ეს არის დღეების საქმე და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმედია გერმანული დაზვერვის მიერ ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორების უკანონო მოსმენებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი 14-15 ივლისს საქართველოში ჩამოვა