დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მიმართავს

შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი
ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს
მიმართავს

1. მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა, როგორც ამას მოითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამით ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ ქვეყანა ნაკლები დანაკარგებით მივიდეს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლამდე. სხვა შემთხვევაში მმართველი გუნდის პოლიტიკური კრიზისი გადაიზრდება მასშტაბურ სახელისუფლებო კრიზისში, რაც მძიმედ დაარტყამს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას და ქვეყნის უსაფრთხოებას.
2. სუს-მა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება, მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების უხეში შელახვით. სხვა შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკური და მმართველობითი სისტემა კვლავ პარალიზებული დარჩება.
3. უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შემოღებული პროპორციული სისტემა, რათა გაჩნდეს საზოგადოების განწყობების სახელისუფლებო სისტემაში ადეკვატურად ასახვის იმედი და პოლიტიკური პროცესებიც ცივილიზებული გზით წარიმართოს. სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად გარდაუვალია მორიგი რევოლუციური ვითარების მომწიფება, თანამდევი დამანგრეველი შედეგებით.

დავით უსუფაშვილი

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი გიო ხუციშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიაპრემიერობის კანდიდატად სავარაუდოდ მამუკა ბახტაძეს წარადგენენ