დავით უსუფაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი

news
ავტ.: news დეკემბერი 23, 2015 22:01

დავით უსუფაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი. ჟურნალისტების კითხვაზე, მოიაზრება თუ არა დავით სერგეენკოს, გიორგი კვირიკაშვილის , მამუკა ბახტაძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურები მომავალ მთავრობაში, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ოთხივე დასახელებული ადამიანი დღეს ძალიან წარმატებულია.
“ოთხივე ეს ადამიანი არის ძალიან წარმატებული თავიანთ საქმიანობაში. გიორგი კვირიკაშვილი არის წარმატებული პოლიტიკოსი და ის პოლიტაკში იყო 15 წლის წინათ. დავით სერეგეენკო კი არის წარმატებული მინისტრი და მოგეხსენებათ ჯანდაცვის სისტემაში უპეცედენტო წინსვლა და წარმატება გვაქვს. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, რკინიგზაც ასევე წარმატებული კომპანიაა. მას ძალიან სერიოზული მიღწევები აქვს საერთაშორისო ასპარეზზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა კი სადაც იმოღვაწა, კარგი კვალი დატოვა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

news
ავტ.: news დეკემბერი 23, 2015 22:01