დავით უსუფაშვილი: ჩემი წინასწარი ვარაუდით ახალ წლამდე ჩვენ მოვახერხებთ ახალი მთავრობის ფორმირებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ახალი მთავრობის ფორმირება ახალ წლამდე მოხდება. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“რაც შეეხება პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, ჩემი წინასწარი ვარაუდით, ეს საკითხი დასრულდება მომავალი კვირის დასაწყისში, ანუ ახალ წლამდე ჩვენ მოვახერხებთ ახალი მთავრობის ფორმირებას და ახალი მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის მართვას”, -განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში მოვალეობის შემსრულებელი მთავრობა თვეების განმავლობაში მართავს ქვეყანას.
“ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ ვიცოდეთ – ძალიან ბევრ ქვეყანაში მოვალეობის შემსრულებელი მთავრობები ზოგჯერ თვეების განმავლობაში მართავენ ქვეყანას. ჩვენს შემთხვევაში მე მგონი ეს პროცესი გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების მომსწრე გავხდით
შემდეგი სტატია“ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლეობის ჯერია”- პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდგომი პროცედურები