3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

დავით თარხნიშვილი: სრული აბსურდი იქნება ბიოლოგიური და ეკოლოგიური მეცნიერების ფაქტობრივად განახევრება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ეკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

“ქართულ სახელმწიფოს ვეხმარებით იმ ინფორმაციაში, რომელიც ცოცხალი სამყაროს შესანარჩუნებლად და შესასწავლად არის აუცილებელი და ვქმნით ცოდნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ 20 წლის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდა საქართველოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ინფორმაცია ეკოლოგიისა და ზოგადად ბიოლოგიური მეცნიერებების სფეროში. ამ ყველაფერში ილიას უნივერსიტეტის წვლილი დაახლოებით ნახევარია, ხოლო ჩვენ რომ ცალკეული მიმართულებები ავიღოთ: ეკოლოგია, ტყის მეცნიერება, კონსერვაციული ბიოლოგია, აქ ილიას უნივერსიტეტის წვლილი 70 პროცენტს აღემატება. ამ დროის განმავლობაში ჩვენი წვლილი მსოფლიო დონეზე ორჯერ გაიზარდა ანუ სხვა მსოფლიო უნივერსიტეტებთან და ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო ხილვადები გავხდით. ეს ყველაფერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმის ხარჯზე განვითარდა, რომ ჩვენთან ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ის მიმართულებები განვითარდა, რომელიც არ არსებობდა. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, ცენტრალურ ევროპაში ძალიან ღირსეული ადგილი გვიჭირავს, კავკასიაში უბრალოდ არ არის ისეთი ინსტიტუტი, რომელიც ამ სფეროებში შეგვედრება. საქართველოში ბიოლოგიური და ეკოლოგიური მეცნიერების ფაქტობრივად განახევრება, რომელიც შეიძლება, ამ მიმართულებების დახურვას მოჰყვეს, სრული აბსურდი იქნება”,_ განაცხადა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით თარხნიშვილმა.

როგორც ცნობილია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტი ერთობლივ განცხადებებს ყოველდღიურად გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიახალ პასპორტს პრობლემა აღმოაჩნდა
შემდეგი სტატია“თუ ოდნავ მაინც დაგამშვიდებთ ქალბატონო იზა”- გიგა ავალიანის დედა ნიკო კვარაცხელიას დედას მიმართავს