დავით თარხან-მოურავი: ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს

” ახლა ისეთი ვითარებაა მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, როცა არაა ჩასაფრების და ხელისუფლების კრიტიკის დრო. პირიქით, ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს. ჩვენი გუნდი, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, დღეს სწორედ ამას აკეთებს. ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ამ მიმართულებაზეა დღეს გადართული მთელი ჩვენი გუნდი”-აცხადებს დავით თარხან-მოურავი.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 70 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ეკლესიებში ღვთისმსახურების დროს ტაძრებში ყოფნის უფლება მხოლოდ სასულიერო პირებსა და მგალობლებს ეძლევათ
შემდეგი სტატიაინფექციურში ყოფნის პერიოდში ბევრჯერ მიმტყუნა ნერვებმა, მაგრამ…