დავით თარხან-მოურავი არჩევნების შემდეგ აქციების გამართვას აანონებს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიას მხარდამჭერები ყავს თბილისშიც, ქუთაისშიც, თელავშიც, კასპშიც, გორშიც და სხვა ბევრ რეგიონში და პარტიის რეიტინგი საკმაოდ დიდია.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოვიდა და ხმა მისცა მილიონ 480 000-მა ადამიანმა. მათი 2 % არის დაახლოებით 28 000 კაცი. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ერთ ბათუმის აქციაზე იყო 28 000 კაცი, ანუ 2% უკვე იყო ბათუმის აქციაზე. ამას ვეუბნები პირველ რიგში ტელეკომპანია “იმედს” და “რუსთავი 2″ -ს. ჩვენ მხარდამჭერები გვყავს თბილისშიც, ქუთაისშიც, თელავშიც,კასპშიც, გორშიც და სხვა ბევრ რეგიონში, ამიტომ უნდა გესმოდეთ, რომ სრულიად შეუძლებელია ჩვენი რეიტინგი იყოს 2%”, – განაცხადა თარხან-მოურვმა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მუდმივად აყალბებს ციფრს.

დავით თარხან-მოურავმა ჟურნალისტებს ხელმოწერები და ე.წ. შეთანხმების ფურცლებიც წარმოუდგინა, სადაც მისი თქმით, 180 000 ადამიანი აწერს ხელს შეთანხმებას რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას სწორედ პატრიოტთა ალიანსს მისცემს
“აქ არის 180 000 ხელმოწერა, კიდევ 100 000 არის რეგიონებში, ვიცოდით რა, რომ არჩევნები შესაძლოა, გაყალბდეს, გამოვიგონეთ და გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც არასდროს არავის გაუკეთებია. შევქმენით დოკუმენტი რომელსაც ჰქვია შეთანხმება და სადაც ადამიანი თავისი სახელი-გვარით და პირადი ნომრით ხელს აწერს შეთანხმებას,” – განაცხადა დავით თარხან მოურავმა.

დავით თარხან მოურავმა არჩევნების შემდგომ აქციების გამართვაც დააანონსა.

“8 ოქტომბერს საღამოს 20:00 საათზე ჩვენ უკვე დავიწყებთ შეკრებას და 9-ში დავიწყებთ რეგიონებიდან ხალხის დაძვრას. 3-4 დღეში მინიმუმ 20 000 კაცს მართო რეგიონებიდან ჩამოვიყვანთ და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას ნუ შექმნის ქუჩის დაპირისპირებებს და დაძაბულობას”, – აღნიშნა მოურავმა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკო რუსეთის გაეროდან გარიცხვის მოწოდებას აკეთებს
შემდეგი სტატია“აშკარაა იმ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რომლებსაც მიდრეკილება ჰქონდათ და აქვთ, განეხორციელებინათ ფარული ჩანაწერები”