უფლებადამცველი მარიამ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დავით სტურუა მოინახულა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დავით სტურუა ამბობს, რომ ციხეები გადავსებულია, საპატიმროში კი ყველა ამაზე საუბრობს – “საკანში 8 ადგილია და 7 უკვე შევსებულია”.
დღეს დავითი ვნახე. ყველას მოკითხვა გადმოგცათ და ძალიან ეამაყებით. ბრძოლა ბოლომდეო და ასეც იქნება. რუსებისთვის დასათმობი ქვეყანა არ გვაქვს.
“დიად კრიმინალ” დავით სტურუას ზარები და პაემანი აუკრძალეს, ამიტომაც ვიძახი აგონიაში არიან.
ძალიან დიდი შემართებითაა. თავისუფლებაზე დარჩენილებზე (უკვე ასე ვიყოფით) უფრო თავისუფლები ხართ თქო და მაგაზეც ბევრი ვიცინეთ თუმცა მართლა ასეა.
თანამესაკნეებიც კარგი მყავს და ერთი ორი გადმოვიბირე ოლე ოლას ერთად ვღიღინებთო. ციხეები გადავსებულია აქ ყველა მაგაზე საუბრობს და ქოცი პატიმარიც აღარ დარჩა ყველა აღიარებს რომ რეჟიმიაო. საკანში 8 ადგილია და 7 უკვე შევსებულია. თანამესაკნეებიც ძალიან დიდი პატიცისცემით არიან მის მიმართ. ტელევიზორიც აქვს და განსაკუთრებული მადლობა “TV პირველს” (მარტო ეს არხი აქვთ) სიუჟეტებისთვის რომელიც საკანში ნახა და სრულიად ეთანხმება.
27 ნოემბერს ველოდები ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო სანამ არ ამალაპარაკეს არ გაჩერდნენო.
ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” – წერს მარიამ ჩხეიძე.


















