დავით სორდია: ბატონო ლევან უკეთესი მუნჯი, მონა, და მლიქვნელი გჭირდებათ და ასეთ კადრს ეძებთ?

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 5, 2018 01:18

დავით სორდია: ბატონო ლევან უკეთესი მუნჯი, მონა, და მლიქვნელი გჭირდებათ და ასეთ კადრს ეძებთ?

სამსახურებიდან გათავისუფლებული “დაიცავი საქართველოს” წევრების ბრალდებებს “საქართველოს ფოსტა”-მ “თაიმერთან” ინტერვიუში უპასუხა.

როგორც კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, პირების სამსახურებიდან დათხოვნის მიზეზი მათი “კვალიფიკაციის შეუსაბამობა” გახდა-„აღნიშნული პირების დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზი გახდა მათი კვალიფიკაციის შეუსაბამობა კომპანიაში მიმდინარე განვითარების პროცესებთან. განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის მიერ, შრომის კანონით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვით, რის შესახებაც დავით სორდიას მიერ წარმოდგენილ პირად საუბრშიც მოხდა ლევან ჩიკვაიძის მიერ შესაბამისი განმარტება, თუმცა საუბრის ეს ნაწილი არ იქნა გასაჯაროებული.” აღსანიშნავია ის, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული დავით სორდია “თაიმერთან” საუბარში განმარტავს, რომ ალექსანდრე (საშა) მოლაშხია “საქართველოს ფოსტის” დირექტორს არ გაუშვია სამსახურიდან, როგორც ეს ფოსტის პასუხშია ნახსენები. დავით სორდიას თქმით, მოლაშხია აიძულეს თვითონ დაეწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება. დავით სორდიას განთავისუფლების შესახებ ბრძანება კი დღემდე არ არსებობს და ის ისევ დადის სამსახურში მიუხედავად “საქართველოს ფოსტის” დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის ზეპირი დირექტივისა, სორდიას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

როგორც ადრე “თაიმერმა” გაავრცელა ინფორმაცია, მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ ლიდერის კახა მიქაიას თანამებრძოლები „ფეისბუქზე“ პოლიტიკური აქტივობის გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს. დათო სორდია, ალიკა გეთია, საშკა მალაშხია დაკავებული თანამდებობიდან „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა .

დათო სორდიას თქმით, ის ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ აპრილის თვეში დაიბარა თბილისში და გააცნო განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. სორდიამ საუბრის აუდიოჩანაწერი ჟურნალისტებს ბრიფინგზე წარუდგინა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა. ჩანაწერში ლევან ჩიკვაიძე სორდიას ეუბნება, რომ არ იცოდა რომ მათ (სორდიამ, გეთიამ და მალაშხიამ – რედ.) პოლიტიკური და ზოგადი შეხედულებები შეიცვალეს. ასევე შეახსენა, როგორ ებრძოდნენ 2012 წლამდე „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ გაიმარჯვეს მათზე და ერთად მოვიდნენ დღემდე. ჩანაწერში დავით სორდიას შენიშვნაზე, რომ მოვლენები არ ჰგავს მხოლოდ “საქართველოს ფოსტის” დირექტორის მიერ მიღებულ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ლევან ჩიკვაიძე დადებითად პასუხობს, თუმცა, არ აზუსტებს სხვა პირის ვინაობას.

სორდია “საქართველოს ფოსტის” დირექტორს რიტორიკული შეკითხვით მიმართავს: “ბატონო ლევან უკეთესი მუნჯი, მონა, და მლიქვნელი გჭირდებათ და ასეთ კადრს ეძებთ?”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 5, 2018 01:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics