დავით სონღულაშვილი: მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტი სრულად ფარავს ტურიზმის სექტორში მონაწილე ყველა ადამიანს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი მთავრობის მიერ წარმოდგენილ პაკეტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლება მზადაა, მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით ტურიზმს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.

„მთავრობამ ტურიზმის დახმარების მიზნით 200-მილიონიანი პაკეტი წარმოადგინა. ტურიზმი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება. დღევანდელი პრეზენტაცია გამოხატავს, რამდენად არის ქვეყანა მზად, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში. ადგილობრივი ტურიზმისთვის ქვეყანა 15 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო ტურიზმისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება. პაკეტი, რომელიც წარმოდგენილია მთავრობის მიერ, ფაქტობრივად სრულად ფარავს ამ სექტორში მონაწილე ყველა ადამიანს. ეს არის უკვე მესამე ფაზა ტურიზმის სექტორის დასახმარებლად . აღნიშნული პაკეტი არის ხაგზასმა იმაზე, რომ ტურიზმი არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ამ მიმართულებას“, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.​

banner
წინა სტატიაშიჯანმოს საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცერი: ძალიან პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის არის საქართველო
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში